პოლიტიკა
აქციის მონაწილეებისთვის ბოდიშის მოხდის ნაცვლად გახარია უნდა დაინტერესებულიყო - საიდან აქვთ მათ ნარკოტიკებისა და ღამის კლუბების ფული! - მკითხველთა შეკითხვებს საქინფორმის მთავარი რედაქტორი პასუხობს

     საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი უპასუხებს მთავარ შეკითხვებს, რომლებსაც მკითხველები ორშაბათსა და სამშაბათს, 14 და 15 მაისს უსვამდნენ.

- პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ ყველა კონფლიქტი მმართველ გუნდში თავისთავად მოგვარდა. მართლა ასეა?

- შეურიგებელი წინააღმდეგობები მმართველ პარტიაშიც და ქართველ საზოგადოებაშიც დარჩა, ბიძინა ივანიშვილმა ისინი, უბრალოდ, დროებით მიაყუჩა. პარლამენტში ყველა ისევ თავ-თავის აზრზეა, მხოლოდ იძულებით გაჩუმდნენ იმ ადამიანის წინაშე, ვინც ისინი იქ მიიყვანა. რომ არა ივანიშვილი, მათი უმრავლესობა დღეს პარლამენტარი კი არა, უმუშევარი ან პატიმარი იქნებოდა. კონფლიქტი ე.წ. „ახლებსა“ და „ძველებს“ შორის ძალიან მალე იფეთქებს - ვფიქრობ, პარლამენტში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მსჯელობისას. „ძველი“ სახეები - ანუ 2012 წლის მოწვევის პარლამენტარები - ნარკოლიბერალიზაციის წინააღმდეგ იქნებიან, ხოლო „ახლები“, რომლებიც პარლამენტში პირველად 2016 წელს მოხვდნენ - მხარს დაუჭერენ. ასე რომ, „დაავადება“, უბრალოდ, შიგნით შემალეს, მაგრამ არ განკურნეს.

ამ საკითხში ერთიანობა არც მთავრობაშია და არც ხალხში - მაგალითად, პრემიერი კვირიკაშვილი ნარკოტიკების ლიბერალიზაციისკენ იხრება, იუსტიციის მინისტრი წულუკიანი კი - კატეგორიულად წინააღმდეგია. მოსახლეობის უმრავლესობაც წინააღმდეგია, ხოლო ივანიშვილის ვაჟმა - რეპერმა ბერამ - ახალი კლიპი გამოუშვა, რომელშიც ნარკოლიბერალიზაციას ითხოვს, ანუ გასულ უქმეებზე რუსთაველზე „თეთრი ხმაურის“ გამართული „ტუსოვკის“ მონაწილეებთან სოლიდარულია...

- და რომელი მათგანია მართალი?

- გუნდის ორივე „ფრთა“ სცოდავს. ბევრი „ახალი“ არაშორსმჭვრეტელ პოპულისტად და კონფორმისტად წარმოჩნდა, „ძველებიდან“ კი ბევრი პარლამენტში ყოფნის ღირსი არ არის თავისი აღმაშფოთებელი გაუნათლებლობისა და კონსერვატიზმის გამო. საერთოდ, საკადრო პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილის „აქილევსის ქუსლია“. აღარ დავიწყებ ქრესტომათიულად ქცეული მაგალითების მოტანას და იმ ადამიანების დასახელებას, რომლებმაც მისი ნდობა არ გაამართლეს, პრეზიდენტით, მინისტრებით დაწყებული და ექსპერტებით დამთავრებული. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიტან. ორი წელია, ტელევიზიები და ოპოზიცია ყოველდღე ამუნათებენ ივანიშვილს იმის გამო, რომ მთელი საქართველოდან გიგანტური ხეები „თავის ბაღში“ გადააქვს, მაგრამ ივანიშვილს არ მოეძებნა არცერთი ჟურნალისტი ან თუნდაც ერთი მცოდნე თანაშემწე, რომელიც ერთადერთ ინფორმაციას გაავრცელებდა - სად მიაქვთ ეს ხეები და სინამდვილეში ვისთვის იქმნება ეს პარკი.

ფაქტია, რომ ბევრი ინფორმაცია იბლოკება, ხოლო პროფესიონალები მთაწმინდის სასახლის შორეულ მისადგომებთან განითესებიან, რადგან ივანიშვილის გარემოცვა მათთან შედარებით კონკურენტუუნაროა.

- შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის შეტაკება თავიდან აგვაცილა. თქვენი შეფასება?

- მინისტრ გახარიას თუ ვინმეს წინაშე ბოდიში უნდა მოეხადა, ეს ქართველი ხალხი და ბიძინა ივანიშვილია! ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს ივანიშვილის მიერ შეთავაზებული გახარიას კანდიდატურა იმისთვის არ დაუმტკიცებია, რომ მას გადახრების მქონე, ძნელად აღსაზრდელი და ავადმყოფი ადამიანებისთვის ბოდიშები ეხადა!

და დაინტერესდა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი - საიდან აქვთ ამ ახალგაზრდებს, რომელთა უმეტესობა არსად მუშაობს, სოლიდური ფული ნარკოტიკებისა და ღამის კლუბებისთვის?! ბოდიშის მოხდა ყველაზე ადვილია - გადავრჩით და მადლობა ღმერთს! აი, ასეთივე ლოგიკით ცხოვრობდა საქართველოს ყველა მმართველი სსრკ-ის დაშლის შემდეგ - „ჩვენ შემდეგ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“...

განათლება, თუნდაც უცხოური, მაღალი სახელმწიფო თანამდებობების დაკავების ერთადერთი საფუძველი არ უნდა იყოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გახარია ტრადიციულ ქართულ ოჯახში იზრდებოდა, ამიტომ დარწმუნებული ვარ - გულში მასაც, როგორც ქართველი ხალხის უმრავლესობას, სასტიკად სძულს ნარკომანია, ლგბტ და ცხოვრების კლუბური სტილი, მაგრამ ის გარემოებათა მსხვერპლი და საკუთარი კარიერის მძევალია.

ფაქტია, რომ აქციის მონაწილეებს დღეს სულს უბერავენ, მათ ყოველდღე იღებენ პრემიერი, მერი, პარლამენტის თავმჯდომარე და შს მინისტრი. მთელი თბილისი კი ჭორაობს, რომ ღამის კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარებისას გახარია ბერას ბრძანებას ასრულებდა...