სამართალი
პოლიციელები იტანდნენ ძალიან უსამართლო შეურაცხყოფას, მაგრამ არ დაუშვეს დაპირისპირება - სოზარ სუბარი

     საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. სამართალდამცავებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის,რომ აქცია დასრულებულიყო მშვიდობიანად - ასე შეაფასა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა პარლამენტთან მიმდინარე აქცია. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება არის ის მთავარი ღირებულება, რომელიც დაცული იქნება დღევანდელი ხელისუფლების პირობებში.

გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება არის ის ღირებულება, რომელიც აუცილებლად იქნება დაცული ჩვენი ხელისუფლების პორობებში და გუშინდელმა, გუშინწინდელმა დღეებმა ეს კიდევ ერთხელ აჩვენა, თან ძალიან მკაფიოდ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ პოლიციელს, რიგით ოფიცრებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში იდგნენ წვიმაში, სიცხეში და იცავდნენ მოქალაქეების უსაფრთხოებას. მათ მოახერხეს, რომ აქციის და კონტრაქციის შემთხვევაში არ დაეშვათ დაპირისპირება. ისინი იტანდნენ ძალიან დიდ, უსამართლო შეურაცხყოფას, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს, რომ აქცია დასრულებულიყო მშვიდობიანად”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.