სამართალი
ფინანსთა მინისტრმა მებაჟეებს, რომლებმაც ნარკოტიკების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, მადლობის სიგელები გადასცა

     საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს იმ მებაჟეებს შეხვდა, რომლებმაც წლის დასაწყისიდან საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისთვის მათ მადლობის სიგელები გადასცა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმაკარწახისსაბაჟო-გამშვებ პუნქტზე აღკვეთეს 1500 აბი ნარკოტიკული ნივთიერება SUBOXENE-ის შემოტანის ფაქტი; თბილისის აეროპორტში გამოავლინეს 615 გრამი ჰეროინი, 3.8 კილოგრამი ოპიუმი, 1 კილოგრამი კოკაინი; სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში ამოიღეს 99 აბი მეტადონი, ასევე 71.75 გრამი მეტამფეტამინი.