საზოგადოება
ინფლაცია ყველაზე მეტად პენსიონერებს აზარალებს

pensia_inflეკონომიკური სფეროს ანალიტიკოსების განცხადებით, დღეს საქართველოში აგფლაციური პროცესები მიმდინარეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფლაცია სურსათის გაძვირებით არის გამოწვეული. სწორედ ამიტომ ეს პროცესი ყველაზე მტკივნეულად დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე აისახება. ფასების ზრდის შესაბამისად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პენსიის მსყიდველუნარიანობა 25%–ით შემცირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა 90 ლარით პენსიონერი იმ რაოდენობის პროდუქტს ყიდულობს, რაზეც გასულ წელს 65 ლარს ხარჯავდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება, სავარაუდოა, რომ პენსიის მსყიდველუნარიანობა ,,ვარდების რევოლუციამდელ’’ დონეს დაუბრუნდება.