პოლიტიკა
კვირიკაშვილი პრემიერად დარჩება, ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტობას არ აპირებს, ბახტაძისა და სუბარის კანდიდატურები არ განიხილება

     საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მე-5 ყრილობის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნებულმა პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვაზე - შეიცვლება თუ არა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი? - უპასუხა – არავითარ შემთხვევაში”.
პრემიერი ადგილზეა, შერჩევა არ სჭირდება”, - აღნიშნა ივანიშვილმა.
რაც შეეხება მმართველი პარტიის კანდიდატებს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე ოქტომბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა პოლიტიკოსი, რომელთა გვარები მედიაში და საზოგადოებაში მუსირებდა, ერთმანეთის მიყოლებით უარყოფენ ამ ინფორმაციას. ამჯერად საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ არჩევნებში „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ამ საკითხზე ბოლო ორი თვის განმავლობაში ბევრი ჭორი გავრცელდა, თუმცა არცერთი მათგანი რეალობას არ შეესაბამება.
ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ჭორი წამოვიდა. რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება რეალობას, თუმცა, რაც შემიძლია დავადასტურო, არის ის, რომქართულ ოცნებასაუცილებლად ეყოლება ღირსეული კანდიდატი, რომელიც ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მე ახლა ვარ იმ თანამდებობაზე, სადაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მიაჩნია, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი შესაძლებლობებისა და ხედვების რეალიზაცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბახტაძის კვალდაკვალ თავის კანდიდატურაზე მსჯელობა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმაც უარყო. არასდროს ყოფილა ამაზე საუბარი. არ არსებობს ეს თემა და რაზე ვილაპარაკო?“, – უპასუხა სუბარმა ჟურნალისტებს.
მოარული ხმები უარყო, აგრეთვე, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მან განაცხადა, რომ მსგავსი გეგმები არ აქვს, რაც მმართველი გუნდის სხვა მაღალი თანამდებობის წევრებმაც დაადასტურეს.