აქტუალური
ფოთის ინდუსტრიულმა ზონამ ინვესტორები ვერ მიიზიდა

fotiინვესტორების არ არსებობის გამო, გასული წლის განმავლობაში ფოთის ინდუსტრიული ზონის პრეზენტაცია არაერთხელ გადაიდო, ბოლოს, როგორც იქნა, 15 ნოემბერს გახსნილად გამოცხადდა. თუმცა, ფაქტობრივად, ამ დრომდე უფუნქციოდაა დარჩენილი. ზონის ოპერატორი კომპანია RAKIA Georgia-ში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ფოთში 2 კომპანია მუშაობს, სულ კი 35 კომპანია დარეგისტრირდა. თუმცა რომელი კომპანიები, ამას კომერციული საიდუმლოების მოტივით არ ახმაურებენ. კომპანიაში იმასაც ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე 100-მდე ლიცენზია გაიყიდება. თუმცა იმის გათვალიწინებით, რომ ორი წლის განმავლობაში ზონა ვერ ამუშავდა, შეიძლება ითქვას, რომ ან არაბმა ინვესტორმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, ან ზონის წარმატებასთან დაკავშირებით არასწორი პროგნოზი გაკეთდა. შეგახსენებთ, რომ, სააკაშვილის განცხადებით, ინდუსტრიული ზონის გახსნას, ათიათასობით ადამიანი უნდა დაესაქმებინა და რეგიონის განვითარებისთვის შეეწყო ხელი.