საზოგადოება
ნიკოლ ფაშინიანი გიორგი კვირიკაშვილს სომხეთში ეპატიჟება და იმედოვნებს, რომ მიწვევას საქართველოდანაც მიიღებს

     საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქართველ კოლეგას გიორგი კვირიკაშვილს სომხეთში ეპატიჟება და იმედოვნებს, რომ მსგავს მიწვევას საქართველოდანაც მიიღებს. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.
რა თქმა უნდა, მე ვეწვევი საქართველოს, რაც შეიძლება მალე. ასევე ვეპატიჟები საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთში. იმედი მაქვს, ასეთ მოწვევას საქართველოდანაც მივიღებ“, – განაცხადა ფაშინიანმა.