სამართალი
სპეცოპერაცია დიდუბეში - რამდენიმე პირი დაკავებულია

     საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. სპეცოპერაცია დიდუბეში - სავაჭრო ცენტრ "მეგალაინის" მიმდებარედ სამართალდამცავებმა სამი პირი აიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი და კრიმინალური პოლიცია. "კურიერის" ინფორმაციით, საქმე ეხება გამოძალვის შემთხვევას და დაკავებულები სწორედ ამ ბრალდებით აიყვანეს. სხვა დეტალებს უწყება ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.
თვითმხილველები დაკავებულთა სხვადასხვა რაოდენობას ასახელებენ. ნაწილი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ორი პირი აიყვანეს. ლაპარაკია KIA-ს მარკის ავტომანქანაზე, რომელსაც, თვითმხილველების თქმით, კრიმინალური პოლიცია მისდევდა და მისი გაჩერება აგლაძის ქუჩაძე შეძლო. მათივე ინფორმაციით, მანქანიდან სამართალდამცავებმა ორი პირი გადმოიყვანეს და ხელბორკილები დაადეს.