კომპანიები სამუშაო ადგილებს ვერ ქმნიან
სტატისტიკური მონაცემებით, 2010 წლის განმავლობაში საქართველოში 48 488 ახალი კომპანია შეიქმნა, მაგრამ უცნობია, რამდენი ადამიანი დასაქმდა ამ კომპანიებში. ანალიტიკოსების განცხადებით, 90-იან წლებთან შედარებით, საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიათა რაოდენობა 10-15 ჯერ გაიზარდა და მათი რაოდენობა დღეს 300 ათასს აჭარბებს.
თუმცა დარგის სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში კომპანიები მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.
თითოეულ კომპანიას საშუალოდ 9-10 კაცი უნდა ჰყავდეს დასაქმებული, ეს რომ ასე იყოს, 300 ათას კომპანიაში თითქმის 3 მილიონი ადამიანი უნდა მუშაობდეს. არადა, ჩვენთან უმუშევრობის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. ამის შემსახებ საქინფორმს ექსპერტი ავთო სილაგაძე ესაუბრა.