აქტუალური
საპრეზიდენტოდ ძალიან ბევრი კანდიდატი განიხილება - კახი კალაძე

     საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. თბილისის მერის, პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახი კალაძის განაცხადებით, მმართველ გუნდში საპრეზიდენტოდ ძალიან ბევრი კანდიდატი განიხილება. გვარების დაკონკრეტებისგან კალაძე თავს იკავებს.
საპრეზიდენტო კანდიდატზე გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს და ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როცა შეთანხმება იქნება მიღწეული, თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც", - განაცხადა კალაძემ.