აქტუალური
ევროპა ამერიკის შეერთებული შტატების იმედად აღარ უნდა იყოს! - ანგელა მერკელის სენსაციური განცხადება

     საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ ევროპამ საკუთარი ბედი თვითონ უნდა განსაზღვროს და ამერიკის შეერთებული შტატების იმედად აღარ უნდა იყოს.
აღარ არის ისე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უბრალოდ გვიცავს. ევროპამ თვითონ უნდა განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ეს მომავლის დავალებაა!”, – განაცხადა კანცლერმა.
ეს განცხადება მერკელმა იმ ფონზე გააკეთა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა და განაცხადა, რომ განზრახული აქვს თეირანის მიმართ სანქციების აღდგენა. შეთანხმების ევროპელმა მონაწილეებმა კი განაცხადეს, რომ პირობების შესრულებას განაგრძობენ.
ცნობისათვის: ერთობლივი საყოველთაო სამოქმედო გეგმა 2015 წლის ივლისში საერთაშორისო დამკვირვებელთა „ექვსეულმა“ (გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია) და ირანმა მოიწონეს. შეთანხმებამ ირანის ბირთვული პროგრამისთვის სერიოზული შეზღუდვები შემოიღო. ამ პირობების დაცვის სანაცვლოდ ირანმა რიგი მკაცრი საერთაშორისო სანქციების მოხსნას მიაღწია.