აქტუალური
მე-11 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ავღანეთში ჩავიდა (ვიდეო)

     საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი ავღანეთში სრული შემადგენლობით ჩავიდა. ქვედანაყოფს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე და 31-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ადუაშვილი დახვდნენ (ვიდეო იხ. აქ).
I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის 31- ბატალიონს ჩაანაცვლებს და სამოქმედო არეალს უახლოეს მომავალში სრულად გადაიბარებს. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების საკითხები და ოპერაციის რაიონის კონტროლი იქნება.