საზოგადოება
მამები და შვილები: რუსული პროპაგანდა აშფოთებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ზომების მიღებას აპირებს - საქინფორმი

     საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. საქართველო განაგრძობს იმ სტერეოტიპის რღვევას, რომ ის პატრიარქალური ქვეყანაა, რომლის ერთ-ერთი ეროვნული თავისებურება შვილების მიერ მამა-პაპათა ტრადიციების გაგრძელება გახლავთ.
რუსული პროპაგანდა შემაშფოთებელია!“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 9 მაისს ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საბჭოთა სიმბოლოების - რამდენიმე წითელი დროშის და ადგილობრივი კომუნისტების მკერდზე წმინდა გიორგის ბაფთების დანახვისას განაცხადა. მაღალი თანამდებობის მქონე ახალგაზრდა კაცმა აღნიშნა, რომ ასეთი პროპაგანდა მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა არის შემაშფოთებელი და აქტიური მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ შესაბამისი რისკების პრევენცია მოხდეს. ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა და იმ რეჟიმში, როდესაც არის ოკუპირებული ორი ჩვენი ისტორიული რეგიონი, ასეთი პროპაგანდა პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა კობახიძემ.
უნდა გამკაცრდეს თუ არა საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებასთან დაკავშირებული სანქციები? ვერ ეტყვით, რა ზომები შეიძლება იყოს მიღებული, თუმცა ჩვენთვის მთავარია, ჩვენი სტრატეგიული მიზნები იყოს უზრუნველყოფილი, გაგრძელდეს მუშაობა ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების რეალიზებისათვის. ეს პრიორიტეტებია ჩვენი დასავლური, ნატოში, ევროკავშირში ინტეგრაცია, ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული ეროვნული მიზანი დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ამ მიმართულებით უნდა გაკეთდეს ყველაფერი, მათ შორის, პროპაგანდის თვალსაზრისით უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქინფორმი: როგორც ხედავთ, საქართველოში მამები და პაპები შვილებისა და შვილიშვილებისთვის მაგალითს არ წარმოადგენენ! სხვათაშორის, ირაკლი კობახიძის მამა - თბილისში ყველასთვის პატივსაცემი ადამიანი - შვილის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევამდე ნინო ბურჯანაძის „პრორუსული“ პარტიის ერთ-ერთი გამოჩენილი „სახე“ იყო...