პოლიტიკა
ალასანიამ ხელისუფლების შეცვლაზე დიდ ბრიტანეთში ისაუბრა

chatham_houseროგორც ირაკლი ალასანიას პარტიის"თავისუფალი დემოკრატები" პრესსამსახური იუწყება, ლიდერი დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს, "ჩეთემ ჰაუსში" სიტყვით გამოვიდა და საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით შეცვლაზე ისაუბრა.

როგორც ალასანიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოში საარჩევნო გარემოს თვისობრივ შეცვალს, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა და 2012–2013 წლის არჩევნებით ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით შეცვლა მოხდეს.

"ეს არის ის, რასაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მხარს უჭერენ. დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილება საქართველოში განხორციელდება ხალხისა და მოქალაქეების არჩევანის შესაბამისად", - აღნიშნა მან.

ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, ალასანია უკვე შეხვდა ინგლისის პარლამენტის წევრებს. გამართა შეხვედრები დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ლონდონში ვაშინგტონიდან ჩავიდა, სადაც თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა.