პოლიტიკა
პარტია “ქართულ ოცნებაში” რეფორმების ახალი ტალღა იწყება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება სათავეში – რას და ვის გულისხმობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე - საქინფორმი

     საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, საქართველოში „მოდური“ ლაპარაკი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერისა და ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის არაოფიციალურ ტოტალურ მმართველობაზე მისი ნებაყოფლობით გადადგომის შემდეგ ძლიერ გადაჭარბებული იყო. ბიძინა ივანიშვილს არასოდეს დაუმალავს, რომ დიდი გავლენა ჰქონდა, მათ შორის - ხელისუფლების ყველა შტოში, რომლებიც მის მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეულ პერიოდში მან საშუალება მისცა „ძველ“ და „ახალ“ სახეებს პარლამენტში, ასევე მთავრობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საკუთარი შესაძლებლობები ეჩვენებინათ.
ასევე ფაქტია, რომ ეს „კონსერვატორებსა“ და „რეფორმატორებს“ შორის დაპირისპირებით დამთავრდა, რამაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გათიშვის საშიშროების წინაშე დააყენა. შექმნილ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა არბიტრის როლზე, რომელსაც დაპირისპირებული მხარეები ახვევდნენ თავს, და გადაწყვეტილება მიიღო, პოლიტიკაში დაბრუნებულიყო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის როლში - თანამდებობაზე, რომელიც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ეკავა. მისი პირველი ნაბიჯი იყო პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობის შემცირება, რომელიც დატოვეს ე.წ. „ძველებმა“ - პრაქტიკულად, ბალანსმა - რომლებიც მოიაზრებოდნენ პრემიერ-მინისტრის, პარტიის თავმჯდომარის გიორგი კვირიკაშვილის მომხრეებად. ეს, შესაბამისად, გააძლიერებს „ახლების“ პოზიციებს, რომლებიც დედაქალაქის მოქმედ მერთან კახი კალაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან ასოცირდებიან.
და ეს „ტრენდი“ უეჭველად გაგრძელდება, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სიტყვები ადასტურებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ყველა რაიონში ტარდება კონფერენციები, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეებსა და ბიუროს წევრებს აირჩევენ.
დღეს თბილისის მასშტაბით იმართება პარტიული კონფერენციები, რომელსაც კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე უძღვებიან. ამ შეხვედრებით უკვე დასასრულს უახლოვდება მზადება ყრილობისთვის. 11 მაისს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე და განახლებული პოლიტიკური საბჭო იქნება დამტკიცებული. როგორც იცით, პარტიაში იწყება რეფორმების ახალი ტალღა, რომელსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება სათავეში. სწორედ ამ მიზნით, პარტიულ კონფერენციებზე მოხდა ყველგან გუნდების განახლება, ბიუროს წევრების შემადგენლობის განახლება, დამტკიცდებიან ადგილობრივი ორგანიზაციების ახალი თავმჯდომარეები. ეს პროცესი ხვალ დასრულდება და ჩვენი პარტიაქართული ოცნებამზად იქნება ყრილობისთვის”, – განაცხადა თალაკვაძემ.