საზოგადოება
ვლადიმერ პუტინმა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 73 წლისთავი მიულოცა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ლიდერებს, აგრეთვე - საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს

     საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის მეთაურის მისალოც გზავნილებში ხაზგასმულია, რომ გამარჯვების დღე არის წმინდა თარიღი და სიმბოლო ჩვენი ხალხების ერთიანობისა და უმაგალითო გმირობის, რომლებიც მხარდამხარ იბრძოდნენ ფრონტებზე და თავდაუზოგავად შრომობდნენ ზურგში სამშობლოსა და მთელი კაცობრიობის ფაშიზმისგან გადასარჩენად.
ვლადიმერ პუტინმა საგანგებოდ აღნიშნა ახალგაზრდა თაობისთვის დიდი სამამულო ომის მოვლენების შესახებ დაუმახინჯებელი სიმართლის გადაცემის მნიშვნელობა, აგრეთვე, ხაზი გაუსვა, რომ ახლანდელი თაობების ვალია, წარსულის ტრაგიკული მოვლენების განმეორება არ დაუშვან.
რუსეთის პრეზიდენტმა რწმენა გამოთქვა, რომ მკაცრი განსაცდელის წლებში გამობრძმედილი ძმური მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები საიმედო საფუძვლად დარჩება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გავითარებისთვის.