სამართალი
სოფელ დიცში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

     საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. გორის რაიონის სოფელ დიცში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოზე შსს-ს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, 43 წლის პოლიციის კაპიტანს ჭრილობა მასზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ოჯახის წევრები პოლიციის კაპიტნის ნუგზარ ბარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. მათი განცხადებით, ნუგზარ ბარიშვილს გვიან ღამით ტელეფონით ესაუბრნენ და საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.
ბარიშვილები ცხინვალიდან დევნილები არიან. პოლიციის კაპიტანს მეუღლე და სამი შვილი დარჩა.
ნუგზარ ბარიშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.