უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი - დღეიდან მხოლოდ ერთ სუბიექტს შეეძლება პრემიერ-მინისტრის არჩევა, ეს სუბიექტი არის სომხეთის მოქალაქე

     საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. „გამარჯვება ის კი არ არის, რომ მე ამირჩიეს პრემიერ მინისტრად, არამედ ის, რომ თქვენ თავად აირჩიეთ თუ ვინ უნდა იყოს პრემიერ- მინისტრი“ – ამ სიტყვებით მიმართა სომხეთის ახალარჩეულმა პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევნის რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს.
„დღეიდან არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. ამიერიდან მხოლოდ ერთ სუბიექტს შეეძლება პრემიერ- მინისტრის არჩევა. ეს სუბიექტი არის სომხეთის მოქალაქე. პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები ემსახურებიან ხალხს და დღეიდან ხალხმა უნდა იზრუნოს, რომ ისინი სამართლიანად და თავდაუზოგავად ემსახურებოდნენ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხმა ისეთივე ნაბიჯი უნდა გადადგას, როგორც ეს 2018 წლის აპრილში გააკეთა“, – განაცხადა სომხეთის ახალარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა.
ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად დღეს აირჩიეს.

1tv.ge