პოლიტიკა
ვალერი კვარაცხელია: სახელმწიფოებრივი ნონსენსი

     საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი.
"ეს წუთია მივიღე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ტიტულიან ფურცელზე გამოგზავნილი წერილი, რომელსაც ხელს აწერს "თავისუფლების ქარტია" საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე სულხან გოცაძე. წერილი ეხება მოახლოებული 9 მაისის დღესასწაულის აღნიშვნას და გვაფრთხილებს: "არ დაუშვათ ღონისძიებებზე კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები."
მოდი და ნუ გაოცდები... თვითონ 9 მაისის ისტორიული გამარჯვება კომუნისტების ყველაზე დიდი სიმბოლიკაა, რომელსაც (რატომღაც) წლების განმავლობაში აღნიშნავს "დამოუკიდებელი", "დემოკრატიული" და "ბედნიერი" საქართველოს ხელისუფლება. უცნობი ჯარისკაცის საფლავი, რომელსაც ხელისუფლება პატივს (ვითომ) მიაგებს, საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდი სიმბოლო არ არის? ეს სახელმწიფოებრივი ნონსენსი არ არის?
უფრო დიდი რა სიმბოლო უნდა მივიტანოთ ჩვენ 9 მაისს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, ვიდრე თვითონ 9 მაისი და უცნობი ჯარისკაცის საფლავია, რომ ამ ვითომ დამოუკიდებელ და ვითომ ბედნიერ საქართველოს "დემოკრატიული" ღირსება შეელახოს?! დანარჩენ შეკითხვებს 9 მაისს, იქ, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან დავუსვამთ ხელისუფლებას.
ყველაფერი ძალიან საინტერესო სახეს იძენს", - წერს პარტიასოციალისტური საქართველოსთავმჯდომარე, პუბლიცისტი და ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია...