საზოგადოება
"ციანიდის საქმე": მეუფე იაკობი დეკანოზი მამალაძის შესაძლო შეწყალებას ვაშინგტონიდან ეხმაურება

     საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. მეუფე იაკობ პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შეწყალების უფლება პრეზიდენტის პრეროგატივაა და მან დამნაშავეც რომ გამოუშვას, ვერაფერს მოედავებიან.
პრეზიდენტის პრეროგატივაა, თორემ პრეზიდენტს ცალსახა დისკრეცია აქვს, უნდა დამნაშავე იყოს, მისჯილი ჰქონდეს, გაუშვას. რადგან მივეცით მაგის უფლება პრეზიდენტს, მერე მე ვფიქრობ, რომ მორალურად გამართლებული არ იქნება, რატო გაუშვი და რატომ გამოუშვი. მე არ ვიქნები ის ადამიანი, ვინც მაგას დაიწყებს, რატომ გაუშვი, რატომ გამოუშვი, - განაცხადა მეუფემ.
ქორეპისკოპოსის თქმით, თუ დეკანოზი მამალაძე ციხიდან გამოვა, ის უნდა გაჩუმდეს, ხოლო თუ არ გაჩუმდება, მაშინ ციანიდის საქმე სულ სხვა მასშტაბებს შეიძენს.
დღეს, როცა ის ციხეშია, მე არაფერს ვლაპარაკობ მაგაზე, ძირითადად, ვერიდები საერთოდ. თუ გამოვიდა და მასე გააგრძელა, არ მგონია, რომ პრეზიდენტსაც მოვუწონოთ ეგ საქციელი. მასეთ იმას უკვე არავის არ ვაპატიებ, გარეთ რომ დაიწყოს, ვინც დაიცავს, იმათაც მივხედავ, - განაცხადა მეუფემ.
მეუფე ასევე ამბობს, რომ მამალაძის დუმილზე იქნება დამოკიდებული მისი მომავალი. მისი თქმით, თუ თავისუფლებაზე მყოფი მღვდელი ღიად ილაპარაკებს ეკლესიის შიგნით არსებულ პრობლემებზე, ის ჯვრის გარეშე დარჩება.
მეუფე იაკობმა იცის, რომ სინოდზე ამ გადაწყვეტილებას მხარს ყველა მღვდელმთავარი არ დაუჭერს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ საკითხს მაინც გაიტანს.