პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს აგვისტო-სექტემბერში დაასახელებს - კახი კალაძე

     საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. კახი კალაძის განცხადებით, გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.
საპრეზიდენტო არჩევნები არის ოქტომბერში. კანდიდატის დასახელება ჯერ ძალიან ადრეა. გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა, კანდიდატის შერჩევა. თვე-ნახევრით, ორი თვით ადრე დავასახელებთ საპრეზიდენტო კანდიდატს”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო ვადა ოქტომბერში ეწურება.