დღეს პარლამენტის წინ საზოგადოება მიხეილ სააკაშვილს ბრალდებებს წაუყენებს
დღეს, 14:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით „ეროვნული საბჭოს“, კერძოდ კი ლაშა ჩხარტიშვილისა და ალექსანდრე შალამბერიძის ორგანიზებით, დევნილების აქცია გაიმართება. აქცია სახელწოდებით „ ერთი ადამიანი–ერთი ბრალდება!“, არა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, არამედ პირდაპირ პრეზიდენტ სააკაშვილისკენ იქნება მიმართული.
კონსერვატიული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი დევნილებს მოუწოდებს, აქციაზე მიიტანონ მუყაოს ან ნებისმიერი სხვა სახის პლაკატზე გადატანილი მიხეილ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის დანაშაულებებთან დაკავშირებული თითო ბრალდება. პარლამენტთან დაგეგმილ აქციას "სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობაც" შეუერთდება. მოძრაობის წარმომადგენელები საქართველოს პრეზიდენტს კითხვებით მიმართავენ და მისი პარლამენტში საანგარიშო გამოსვლისას აღნიშნულ კითხვებზე პასუხებს მოითხოვენ. მათივე ინფორმაციით, დევნილთა ომბუდსმენი მაია ხარაძე აქციაზე მიხეილ სააკაშვილს კითხვით „სააკაშვილო, რატომ ატერორებ დევნილებს?“ მიმართავს, ხოლო მოძრაობის სამხედრო ომბუდსმენი ჯიმი ოთანაძე დასვამს კითხვას: „სააკაშვილო, რატომ გყავს პირად პატიმრობაში „მუხროვანელები?“.