პოლიტიკა
9 მაისს, 9 საათზე ყველანი - ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან! - ვალერი კვარაცხელია

     საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი.
„9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების უდიდესი სახალხო დღესასწაულია, მაგრამ 28 წელიწადია, რაც ეს დღე უზურპირებული აქვს იმ ბნელ პოლიტიკურ ძალას, რომელიც სოციალისტურ საბჭოთა კავშირსა და ფაშისტურ გერმანიას ერთნაირ უბედურებად სახავს, ვისაც სტალინი და ჰიტლერი ერთნაირ ბოროტებად მიაჩნია.
სტალინმა სამჯერ გაიმარჯვა მსოფლიო ომში:
1.
მან შექმნა სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე აგებული პირველი სახელმწიფო კაცობრიობის ისტორიაში.
2.
მან გაიმარჯვა მეორე მსოფლიო ომში.
3.
მან, გარდაცვალების შემდეგ, გაიმარჯვა დამნაშავე კაპიტალისტური სამყაროს მიერ მის წინააღმდეგ წარმოებულ მესამე მსოფლიო ომში.
ამიერიდან 9 მაისი ფარისეველთა ცრუ ზეიმის ნაცვლად ნამდვილ სახალხო ზეიმად ვაქციოთ. ხალხმა მივაგოთ პატივი დიდი სამამულო ომის ყველა ვეტერანს, ჩვენს გმირ წინაპრებს.
დავძლიოთ შიში დასავლური უზნეო შაბლონების წინაშე, წამოვიყვანოთ ბავშვები ფერადი ბუშტებითა და ყვავილებით და 9 მაისს, 9 საათზე ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მივულოცოთ ერთმანეთს კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო გამარჯვების ულამაზესი დღესასწაული!
წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისთვის!“, - წერს პარტია სოციალისტური საქართველოსთავმჯდომარე, პუბლიცისტი და ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია.