აქტუალური
ცხინვალის რეჟიმი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მოუწოდებს, უარი თქვან სოფელ აძვში მდებარე ეკლესიის და სასაფლაოს მონახულებაზე

     საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. გაფრთხილება ქართველ სასულიერო პირებს - ცხინვალის რეგიონის რეჟიმი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებსა და მრევლს მოუწოდებს, უარი თქვან სოფელ აძვში მდებარე ეკლესიის და სასაფლაოს მონახულებაზე.
მურატ ჯიოევის განცხადებით, 5 და 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე მორწმუნეები ეკლესიის მონახულების მიზნით ე.წ. ადმინისტრაციული საზღვროს უკანონოდ გადაკვეთას აპირებენ.
ჯიოევის თქმით, მსვლელობა მეორე მსოფლიო ომის დღისადმი მიძღვნილ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს ემთხვევა და წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად შეფასდება.
მან საკუთარი პოზიციის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც აცნობა და რეაგირებისკენ მოუწოდა.
ცხინვალის რეჟიმი 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ე.წ. საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას და გამშვები პუნქტების დახურვას გეგმავს. ე.წ. საზღვარი 7 მაისის საღამოდან ჩაიკეტება და მხოლოდ 10 მაისს გაიხსნება.