საზოგადოება
სოფელ ქორდის მცხოვრებლები ხელისუფლების მიმართ პროტესტს არ წყვეტენ

shida_qartliგორის რაიონის სოფელ ქორდის მცხოვრებლები ხელისუფლებას მათ მიმართ უყურადღებობაში ბრალს დებს. შიდა ქართლის რეგიონში მძიმე სოციალური ფონია, ხელისუფლება კი ხალხის დასახმარებლად არაფერს აკეთებს. საზღვრისპირა  სოფლების პრობლემები მთავრობას, როგორც ჩანს, არ ანაღვლებს. ამის თაობაზე ადგილობრივმა ტელევიზიამ თავის ეთერში გაუშვა სიუჟეტი, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. როგორც ქორდის მცხოვრები 82 წლის ილია ლომოური ამბობს, გორის რაიონის სოფლების მიმართ თუ ხელისუფლების მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება გაგრძელდება, სოფლები ხალხისგან დაიცლება.