სამართალი
ზოგს ტორტი მოსწონს, ზოგს რუსული „პეროგი“ - მეუფე იაკობი

     საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. ეს განცხადება მეუფე იაკობმა ეკლესიაში პრორუსული ძალების გაძლიერებასთან დაკავშირებით გააკეთა.
„კურიერს“ საპატრიარქოდან სანდრო წყარო უყვება, რომ ბოლო პერიოდში მეუფე იაკობი არ ერიდება ღიად ლაპარაკს ეკლესიაში პრორუსული ძალების გაძლიერებაზე. მისი თქმით, ის ოკუპანტ ქვეყანასთან ვერ იმეგობრებს.
გემოვნებაზე საერთოდ არ დაობენ, ხომ? ზოგს ტორტი მოსწონს, ზოგს რუსულიპეროგი“. მე მტრის ხატს არ ვქმნი, მაგრამ ტერიტორიას ვინც მართმევს, როგორ ვიმეგობრო მე მასთან?“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ღვთისმსახური ამტკიცებს, რომ რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი მღვდლები მასთან საჯაროდ კითხვის დასმას ვერ ბედავენ, თუ რატომ გადაწყვიტა, საპატრიარქოს საგანმანათლებლო სისტემა ამერიკულ მოდელზე ააწყოს.
მეუფე იაკობი საზღვარგარეთ არსებული ეპარქიებისთვის დაფინანსების არარსებობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ როდესაც დასავლეთ ევროპის ეპარქია ერთიანი იყო, მაშინ ჰქონდათ ანაზღაურება.
დასავლეთ ევროპის ეპარქია რომ გაიყო, იქიდან არ გამოჰყოფიათ, რასაც იღებდნენ, გადაჰყვა ისევ იმ ეპარქიას, ახლა 20 ეპარქიაც ისე გვყავს. ჩვენთან ის ფული ჩვენი გამდიდრებისთვის არ არის, სკოლებში იხარჯება და ხალხია დასაქმებული. ვფიქრობთ, შეიძლება მომავალ წელს სხვა დაფინანსება იყოს აბსოლუტურად“, - განაცხადა მეუფემ.