საზოგადოება
ცუდია, რომ პრეზიდენტი პარლამენტიდან გარბის, ეს არ არის ლამაზი!

     საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. თბილისის მერი კახ კალაძე აცხადებს, რომ პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა არ მოუსმენია, რადგან მერიის საქმიანობით იყო დაკავებული.
როგორც კალაძემ განაცხადა, პრეზიდენტი რომ პარლამენტიდან გარბის, ეს ცუდია.
პრეზიდენტის გამოსვლისთვის არ მისმენია, მაგის დრო არ მქონდა. მერიის საქმიანობით ვიყავი დაკავებული. ის, რომ პრეზიდენტი გარბის პარლამენტიდან, ცუდია. არ არის ლამაზი. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს პირველ რიგში პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი თავისი მხრიდან, ასევე პარლამენტის მიმართ და იქ მყოფი ადამიანების მიმართ”, – განაცხადა კახი კალაძემ.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2 მაისს პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოვიდა. სხდომა დებატების ფორმატში უნდა წარმართულიყო, თუმცა მარგველაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მან დეპუტატებთან უშუალოდ მათი გამოსვლის დროს დიალოგში შესვლისა და პასუხების გაცემის საშუალება მოითხოვა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა, რომ ეს იყო რეგლამენტის დარღვევა და მას პასუხის გაცემის საშუალება დასკვნითი სიტყვის დროს მიეცემოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზი დატოვა.