ლტოლვილთა სამინისტრო გორში გადადის
საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტრო რამდენიმე დღეში გორში გადავა და იგი სამხარეო და რაიონული პოლიციის ყოფილ შენობაში განთავსდება. შენობა უკვე დაცლილია, ამასთანავე, გადატანილია წინასწარი განთავსების იზოლატორიც. სამინისტროს გორში გადატანის შესახებ ინფორმაცია ორიოდე დღის წინ მინისტრმა კობა სუბელიანმაც გააკეთა.
,,ეტყობა, ეს ნაბიჯი ხელისუფლებას დედაქალაქში უკანასკნელ ხანს ამ სამინისტროს შენობასთან ლტოლვილთა აქციებმა და ნანა ფიფიას მიერ თავის ცოცხლად დაწვის მცდელობამ უკარნახა. ნუთუ ჰგონიათ, პარლამენტის ქუთაისში გადატანით, სამინისტროების რეგიონებში გაფანტვით ხალხის პროტესტს თავიდან აიცილებენ?’’ – განუცხადა საქინფორმის კორესპონდენტს აფხაზეთიდან დევნილმა ვერა გაბედავამ.