პუბლიკაციები
2016 წლის არჩევნები იყო პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა - პრეზიდენტი მარგველაშვილი

     საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე მეხუთე საანგარიშო შემაჯამებელი მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
შევხედოთ თვითმმართველობის მიმართულებით არსებულ ვითარებასშევასუსტეთ თვითმმართველობა, მივიღეთ ნაკლები თვითმმართველი ქალაქები.
პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაშიგავაუქმეთ არჩევნები, რაც მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო იყო და რაც მთავარია, ათწლეულობით დაპირებული რეფორმა საპარლამენტო არჩევნებისა გადავდეთ 2024 წლისთვის.
პოლიტიკური ინსტიტუტების შესუსტება, პოლიტიკოსების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში შეიძლება იმ მომენტში რომელიმე პოლიტიკოსს ასუსტებდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ქვეყნის ინსტიტუციურ მართვას ასუსტებს.
ამ თვალსაზრისით როდესაც ვუყურებ, რა მოხდა 2016 წელს, მე ვხედავ, რომ 2016 წლის არჩევნები იყო პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა. პოლიტიკური პარტიების მიზანმიმართული შესუსტება, როგორც მთავარი მოთამაშეებისა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში.
ამ პერიოდის განმავლობაში არ გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო პოლიტიკური ოპოზიცია, იმისთვის, რომ შექმნილიყო წინაპირობა ძლიერი ოპოზიციისთვის, არცერთი კანონმდებლობა არ შეიქმნა ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.