უცხოეთი
ნატო-ს სამხედრო-საზღვაო მეორე მუდმივი ჯგუფის ხომალდები შავ ზღვაში შევიდნენ

     საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. ნატო-ს სამხედრო-საზღვაო მეორე მუდმივი ჯგუფის ხომალდები შავ ზღვაში შევიდნენ.
ნატო-ს საზღვაო სარდლობის ინფორმაციით, სამხედრო ხომალდების ჯგუფს ბრიტანული სარაკეტო გამანადგურებელი, HMS Duncan-ი ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, ჯგუფის შემადგელობაშია ესპანური ფრეგატი Victoria, თურქული გემი Gemlik, ასევე გერმანული და ბერძნული სამხედრო ხომალდები.
შავ ზღვაში ნატო-ს ხომალდების ჯგუფს რუმინული და ბულგარული ფრეგატები შეუერთდნენ.
ნატო-ს საზღვაო სარდლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხომალდები სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად ეგეოსის ზღვისკენ მიემართებიან.

1tv.ge