პოლიტიკა
NDI ფეიკობს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და ევრაზიული კავშირის მომხრეთა რიცხვი საქართველოში შემცირდა, სამაგიეროდ, ნატოსა და ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა - საქინფორმი

     საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, თუკი გასული, 2017 წლის დეკემბერში NDI-ს გამოკითხვის მონაწილეთა 72%-მა განაცხადა, რომ ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით მთავრობის საგარეოპოლიტიკურ მიზანს მხარს უჭერს, წელს, მარტში, ევროკავშირში გაწევრების მომხრეთა რიცხვი 75%-მდე გაიზარდა. თუკი გასული, 2017 წლის დეკემბერში ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას გამოკითხულთა 64% ემხრობოდა, ახლა ნატოში შესვლისაკენ საქართველოს მისწრაფება რესპონდენტთა 65%-მა მოიწონა, თუმცა გამოკითხულთა 20%-მა განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში შესვლა მათთვის მიუღებელია. 2017 წლის დეკემბერში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა მეტი იყო - 26%.

ამავე დროს, თუკი 2017 წლის დეკემბერში რესპონდენტთა 29%-მა განაცხადა, რომ საქართველო ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს (ЕврАзЭС) უნდა მიუერთდეს, მარტში ამ იდეას გამოკითხვის მონაწილეთა 21%-მა დაუჭირა მხარი. თუმცა, იმავე დროს, როცა გამოკითხვის მონაწილეთა 43%-მა განაცხადა, რომ სსრკ-ის დაშლა საქართველოსთვის დადებითი მოვლენა იყო, რესპონდენტთა 42% საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფითად ეკიდება.

NDI-ს გამოკითხულთა 59% პროცენტი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების კუთხით საქართველო დაცული ქვეყანაა, თუმცა 37% ასე არ ფიქრობს. შეკითხვაზე - რომელ ქვეყანას შეუძლია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა? - რესპონდენტთა 30%-მა უპასუხა, რომ აშშ-ს, 16% - თავად საქართველოს, 13% - რუსეთს. გამოკითხულთა 13% თვლის, რომ ეს შეუძლებელია, 17%-მა კი პასუხი არ იცის.

სახელმწიფო ინსტიტუტებიდან ყველაზე მეტი მოწონება, გამოკვლევის თანახმად, იუსტიციის სახლებმა მიიღო - 56%, არმია - 56%, პოლიცია - 41%. ამავე დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი, რომელიც ტრადიციულად საკმაოდ მაღალი - 80-90% იყო, 56%-მდე შემცირდა. თუმცა ყველაზე ნეგატიურად გამოკითხვის მონაწილეებმა სასამართლოებისა და პარლამენტის საქმიანობა შეაფასეს.

საქინფორმი აანალიზებდა და კომენტარებს უკეთებდა საქართველოში NDI-ს „გამოკითხვების“ ყველა შედეგს, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით და უკვე მერამდენედ აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკური ფალსიფიკაციაა, ფეიკი დამკვეთთა - აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ინტერესების სასარგებლოდ.
მაგალითად, საქინფორმის ქართველმა მკითხველმა კარგად იცის, რომ აბრევიატურა „ნატო“ საქართველოს მოსახლეობაში უკვე ლანძღვას და დაცინვას უტოლდება, ამიტომ განცხადებები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში ქვეყნის მალე გაწევრების შესახებ, საუკეთესო შემთხვევაში, სარკასტულ სიცილს იწვევს, მაგრამ შესაძლოა, ფიზიკური დაპირისპირებაც გამოიწვიოს!
ქართველი ხალხი მოუთმენლად ელოდება რუსეთთან შერიგებას და ახალ პარტნიორობას, რომელიც მართლაც აღარ არის შორს!
ხოლო CIA-ს MI 6-ის მრავალსვლიანმა ოპერაციამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მართლმადიდებელ ქართველებს ეკლესიის და მისი წინამძღოლისგან პირი ვერ აბრუნებინა - პირიქით, მოსახლეობის უმრავლესობა ეკლესიის გარშემო დაირაზმა, რათა მოიგერიონ მტრები - ლიბერალ-გლობალისტები, ლგბტ-აქტივისტები და დასავლეთის სხვა აგენტები, რათა დესტრუქციული ძალებისგან დაიცვან თავისი მართლმადიდებლური რწმენა, რომელიც ქართული კულტურის, ისტორიის, იდენტობისა და ტრადიციული თვითმყოფადობისგან განუყოფელია.

საქინფორმი