საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის წარდგენის შესახებ“, - პოლიტსაბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახი კალაძემ. მან პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა გამოაცხადა, რომელსაც 11 მაისს ყრილობაზე დაამტკიცებენ.
პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ასეთია: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გია ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე და კახი კალაძე.
პოლიტსაბჭო დატოვეს ზვიად გოგაძემ, რომან კაკულიამ, თემურ ჭკუასელმა, ირაკლი სესიაშვილმა, სოფო კილაძემ, ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და აკაკი ზოიძემ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ პარტიის ცენტრალურ ოფისში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს მე-5 ყრილობა 11 მაისს ჩატარდება. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ.