პოლიტიკა
საქართველოში NDI-ს სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები

     საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 52% საშუალოდ აფასებს.
კითხვაზე – როგორ შეაფასებდით ჩამოთვლილთა საქმიანობას? - პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შემთხვევაში, 22% მის საქმიანობას აფასებს კარგად; 3% – ძალიან კარგად, ასევე 3% – ძალიან ცუდად.
ამასთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 51% აფასებს, როგორც საშუალოს; 23% მიიჩნევს, რომ მარგველაშვილის საქმიანობა კარგია, 3%-ს მიაჩნია, რომ ძალიან კარგი, ხოლო ძალიან ცუდი – ასევე 3%.
გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ საშუალოა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის საქმიანობა; 17% ფიქრობს, რომ კარგია, 2% – ძალიან კარგი; 5% – ძალიან ცუდი.
კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 30%-მა არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 26% აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას”, ხოლო 8%ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ევროპულ საქართველოს კი – 4%.
გამოკითხულთა 13% არცერთ პარტიას დაუჭერდა მხარს, ხოლო კითხვას პასუხი არ გასცა გამოკითხულთა 10%-მა. გამოკითხულთა 9% აცხადებს, რომ სხვა პარტიას მისცემდა ხმას.
კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
ამასთან, კითხვაზე – როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო 29%-მა უპასუხა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ამდენივე – 29 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, გამოკითხულთა სამმა პროცენტმა კი არ იცის.
NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეს რუსული სამხედრო აგრესია წარმოადგენს.
კითხვაზე, რა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, გამოკითხულთა 33% რუსულ სამხედრო აგრესიას ასახელებს.
გამოკითხულთა 11% მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაა, ხოლო 9% ფიქრობს, რომ საფრთხე ტერორიზმია.
გამოკითხულთა 7% მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდ საფრთხეს რუსული პროპაგანდა წარმოადგენს, ხოლო 5% აცხადებს, რომ საფრთხეს წარმოადგენს თურქეთის ინტერესები საქართველოში.
გამოკითხულთა 4% საფრთხედ რელიგიურ დაპირისპირებებს ასახელებს, ხოლო 3% მიიჩნევს, რომ საფრთხეს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს.
გამოკითხულთა 2% აცხადებს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ეთნიკური დაპირისპირებებია, ასევე 2% მიიჩნევს, რომ საფრთხეა ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე. გამოკითხულთა 8% ქვეყნის წინაშე ყველა დიდ საფრთხედ სხვა საკითხებს ასახელებს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა.
ამასთან, გამოკითხულთა 24 პროცენტს მიაჩნია, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე იგივე დარჩა; 9 პროცენტი მიიჩნევს, რომ შემცირდა; 4 პროცენტმა კი დააფიქსირა პასუხი – „არ ვიცი“.
კვლევის თანახმად, ლიდერებისა და პოლიტიკური ფიგურების მიმართ დამოკიდებულების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 46%, უარყოფითად 6%.
მეორე ადგილზე, დადებითი კუთხით შეფასებისას, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძეა – 34 %. ბაქრაძეს უარყოფითად აფასებს 18 %.
იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 31%, უარყოფითად 19%.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია – დადებითი 22%, უარყოფითი 10%.
შს მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 21%-ს, ხოლო უარყოფითი 7%-ს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გრიგოლ ვაშაძეს დადებითად აფასებს 21%, უარყოფითად – 15%.
საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 17%-ს, უარყოფითი 9%-ს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას დადებითად აფასებს 17%, ხოლო უარყოფითად 34%.
ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ დადებითი შეფასება აქვს 13%-ს, ხოლო უარყოფითი 15%-ს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 12%, უარყოფითად – 12%.
უმრავლესობის დეპუტატ თამარ ჩუგოშვილს დადებითად აფასებს 11%, უარყოფითად – 11%.
ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს დადებითად აფასებს 9%, ხოლო უარყოფითად 5%.
პოლიტიკური ფიგურებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა მელია ლიდერობს. მელიას უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 37%, ხოლო დადებითად 18%.
NDI-ს კვლევის თანახმად, მოსაზრებას ჩემი ქვეყანა ჩემი სახლია და არ ვაპირებ მის დატოვებას სრულად ეთანხმება გამოკითხულთა 71%. 40% ოპტიმისტურადაა განწყობილი ქვეყნის მომავლის მიმართ. 24% ეთანხმება მოსაზრებას – ჩემი საზოგადოება კარგად გაუმკლავდა კრიზისებს წარსულში და მომავალ კრიზისებსაც კარგად გაუმკლავდება“. ამასთან, 22% სრულად ეთანხმება მოსაზრებას – სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ქვეყნის უსაფრთხოების ძალებიჯარი, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურებიშეძლებენ ჩვენი მოსახლეობის დაცვას“. გამოკითხულთა 20% კი სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ გამოთქმაადამიანი ადამიანისთვის მგელიაახასიათებს ჩემ საზოგადოებას“.