აქტუალური
ამიერიდან ამერიკელები უფრო აქტიურად გამოიყენებენ ფოთისა და ბათუმის პორტებს, ასევე ჩვენს რკინიგზას - ბათუ ქუთელია

     საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. „ავღანეთის საკითხში საქართველოს შეუძლია, გახდეს არა მარტო სამხედრო პარტნიორი, არამედ მნიშვნელოვანი სატრანზიტო პუნქტიც ამ ქვეყანაში ამერიკული და ნატოს კონტინგენტისთვის ტვირთების ტრანპორტირების სქემაში, - მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ატლანტიკური კავშირის ვიცე-პრეზიდენტ ბათუ ქუთელიას, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის დროს მთელი რიგი მაღალი თანამდებობები ეკავა - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის მოადგილის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, აგრეთვე იყო დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი.
როგორც ქუთელიამ განაცხადა, ეგრეთ წოდებული სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნის (რომელიც აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და უზბეკეთსაც მოიცავს) ქართული მარშრუტი, მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ ყაზახეთის ხელისუფლებამ აშშ-ს ავღანეთში ტვირთების ტრანზიტისთვის აქტაუს პორტის გამოყენების უფლება მისცა, უფრო მოთხოვნადი გახდება: ამიერიდან ამერიკელები უფრო აქტიურად გამოიყენებენ ფოთისა და ბათუმის პორტებს, ასევე ჩვენს რკინიგზას. საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და უზბეკეთის ტერიტორიების გავლით ავღანეთში აშშ-ის კონტინგენტისთვის სამხედრო ტვირთების გადაზიდვა ქვეყნისთვის ყველა მიმართულებით, პირველ რიგში - პოლიტიკურად ძალზე ხელსაყრელი ხდება“.