საზოგადოება
მსოფლიოში ახალი ფაშიზმი მოვიდა, არანაკლებ სასტიკი და არაადამიანური, ვიდრე ჰიტლერული იყო! - ალექსანდრე ჭაჭია

     საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ბრიანსკში, გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმზე რუსეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია გამოვიდა. მისმა გამოსვლამ ფორუმის მონაწილეთა უზარმაზარი ინტერესი და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა, რომლებიც მას შემდეგაც არ შემწყდარა, როცა ჭაჭია ტრიბუნიდან ჩამოვიდა და დარბაზში თავისი ადგილი დაიკავა.
ალექსანდრე ჭაჭიამ, კერძოდ, ხაზი გაუსვა: „1939 წელს პოლონეთზე თავდასხმის წინ ჰიტლერმა განაცხადა, რომ აუცილებელია, პოლონეთის მაგალითზე აჩვენონ აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებს, რას ნიშნავს დღევანდელი დღის პირობებში გერმანელთა სურვილისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ჰიტლერის მაგალითი აჩვენებს, რას ნიშნავს დღევანდელი დღის პირობებში ამერიკელთა სურვილისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მსოფლიოში ახალი ფაშიზმი მოვიდა, არანაკლებ სასტიკი და არაადამიანური, ვიდრე ჰიტლერული იყო! უბრალოდ, ჰიტლერი თავის განზრახვებში უფრო გულახდილი იყო, ხოლო ესენი, ლიბერალ-ფაშისტები ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიის უზენაესობაზე, გენდერულ თანასწორობაზე ლამაზ ლოზუნგებს ეფარებიან.
მაგრამ მიზანი იგივეა - საკუთარ ნებას დაუმორჩილონ და მონებად გადააქციონ, რიცხოვნობა და დასაქმების სფერო საკუთარი ეკონომიკური ინტერესების მიხედვით არეგულირონ, მთელი პლანეტის რესურსები თავის სასიკეთოდ გამოიყენონ. შეერთებულ შტატებში დედამიწის მოსახლეობის 4% ცხოვრობს, მაგრამ ის მსოფლიო რესურსების 40%-ს მოიხმარს. საშუალო ამერიკელი ან დასავლეთ ევროპელი 8-10-ჯერ მეტს მოიხმარს, ვიდრე დედამიწის საშუალოსტატისტიკური მცხოვრები. მოხმარების ასეთი დონის შენარჩუნება მხოლოდ სხვა ხალხების, სხვა ქვეყნების უმოწყალო ძარცვით და გაპარტახებით შეიძლება!“, -
განაცხადა, კერძოდ, თავის გამოსვლაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა.

დაწვრილებით წაიკითხეთ „Брянские новости“-ში
საქინფორმი განაგრძობს ფორუმიდან ექსკლუზიური მასალების მკითხველისთვის გაცნობას.