პოლიტიკა
მონობიდან ევროპის გათავისუფლება სსრკ-ს მოუხდა, რომელიც მაშინ პოლიტიკოსებისა და მასმედიის მიერ ზუსტად ისევე იყო დემონიზებული, როგორც დღეს რუსეთია! - ალექსანდრე ჭაჭია

     საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ბრიანსკში, გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმზე რუსეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია გამოვიდა. მისმა გამოსვლამ ფორუმის მონაწილეთა უზარმაზარი ინტერესი და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა, რომლებიც მას შემდეგაც არ შემწყდარა, როცა ჭაჭია ტრიბუნიდან ჩამოვიდა და დარბაზში თავისი ადგილი დაიკავა.
ალექსანდრე ჭაჭია დარწმუნებულია, რომ ისტორიის არცოდნამ, ცნებათა ჩანაცვლებამ, ისტორიის გაყალბებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობათა მთელი ომისშემდგომი სისტემა გათელილი და, პრაქტიკულად. განადგურებულია: „საერთაშორისო სტრუქტურები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩათვლით, ჩვენ თვალწინ ფიქციად გადაიქცევიან. გაყიდული ჟურნალისტების ცრუ კორესპონდენციებისა და სისხლის მოყვარული პოლიტიკოსების მრწამსის საფუძველზე შეიძლება, დაუსჯელად დაბომბო სუვერენული სახელმწიფო, დახოცო ათიათასობით ადამიანი, ეს ბარბაროსობა დემოკრატიის წინსვლად და ადამიანის უფლებების დაცვად გამოაცხადო. შეიძლება, ქვეყანა დაბომბო და ათასობით მოსახლე დახოცო იმისთვისაც კი, რომ საკუთარი პრეზიდენტის მიერ ქრთამის აღების ფაქტი დამალო! ქვეყანაზე თავდასხმისთვის მხოლოდ საბაბია საჭირო!
ასე იქცეოდა ჰიტლერი, როდესაც ინგლისისა და საფრანგეთის აპლოდისმენტების ქვეშ ანაწევრებდა ჩეხოსლოვაკიას, როდესაც თავს დაესხა პოლონეთს, მერე კი თავად საფრანგეთის ჯერი დადგა, და საბაბიც გამოიძებნა. თავდასხმის თავიდან ასაცილებლად იქ ფაშისტური სახელმწიფო გადატრიალებები, „ფერადი რევოლუციები“ ხდებოდა. ასე დაემხო მთელი ევროპა ჰიტლერის ფეხებთან და ფაშისტების მონობაში აღმოჩნდა!
მონობიდან ევროპის გათავისუფლება სსრკ-ს მოუხდა, რომელიც მაშინ პოლიტიკოსებისა და მასმედიის მიერ ზუსტად ისევე იყო დემონიზებული, როგორც დღეს რუსეთია!“, -
განაცხადა, კერძოდ, თავის გამოსვლაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა.

დაწვრილებით წაიკითხეთ „Брянские новости“-ში
საქინფორმი განაგრძობს ფორუმიდან ექსკლუზიური მასალების მკითხველისთვის გაცნობას.