უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი და ემანუელ მაკრონი ირანის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებას მხარს უჭერენ

     საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ირანის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებას მხარს უჭერენ. საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუშვეს შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას. საუბრისას მაკრონმა აშშ-ში ვიზიტის დეტალებზეც გაამახვილა ყურადღება.
საფრანგეთის და რუსეთის ლიდერებმა ასევე, ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს.
2015 წელს გაფორმებულ ირანის ბირთვულ შეთანხმებას დონალდ ტრამპი ეწინააღმდეგება და მასში ცვლილებების შეტანას ითხოვს, წინააღმდეგ შეთხვევაში კი შეთანხმების დატოვებით იმუქრება.

1tv.ge