საზოგადოება
აშშ-ში საქართველოს საელჩო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებებს გამართავს

     საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ში საქართველოს საელჩო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებებს გამართავს.
„2018 წელს საქართველოში აღინიშება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მე-100 წლისთავი. ზუსტად ერთი საუკუნის წინ საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შექმნა პერსპექტიული დემოკრატიის პირველი სტიტუტები.
ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს სუვერენიტეტი და მთელი საუკუნის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა მას მხარს, რისთვისაც ჩვენ გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას“, – აღნიშნულია აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.
საელჩოს ცნობით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით საელჩომ უკვე დაიწყო ღონისძიებების დაგეგმვა.