პოლიტიკა
რუსეთი მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის - საქართველოსაც ემუქრება, ამიტომ ნატო დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე „ცივი ომის“ შემდეგ იყო - ჰიზერ ნაუერტი

     საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა Twiiter-ში გამოაქვეყნა. “ნატო დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე როდისმე იყოცივი ომის“ შემდეგ. დღეს ჩვენ ფოკუსირებული ვართ რუსეთის განგრძობად აგრესიაზე და შესაძლებლობაზე, დაემუქროს, აიძულოს, ძირი გამოუთხაროს და შეიჭრას მეზობელ ქვეყნებში. რუსეთი დესტაბილიზაციურ როლს თამაშობს უკრაინაში, საქართველოსა და სირიაში. ნატო არის სამხედრო თავდაცვითი ალიანსი, რომელსაც ემუქრებიან”, – წერს ნაუერტი.