საზოგადოება
ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში - აზრები

     საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. ზოგჯერ უკეთესია, რომ გავლენიან პირებს ოფიციალური პოზიციები ჰქონდეთ. ამ შემთხვევაში ისინი მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი ხდებიან. გავლენიანი პირი ჩრდილიდან გამოსვლისას საჯარო პირი ხდება და იღებს პასუხისმგებლობას პარტიის, ორგანიზაციის, ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე“, – ამის შესახებ პირველ არხს ევროპარლამენტის წევრმა ჰეიდი ჰაუტალამ განუცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობას არ გამორიცხავს. როგორც პირველ არხს ჭიჭინაძემ განუცხადა, ამ დროისთვის ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა არ განიხილება, თუმცა პოლიტიკაში გამოსარიცხი არაფერია“.
„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ორი წლის განმავლობაში ხშირად მოვუწოდებდი, დაბრუნებულიყო და პოლიტიკურ პროცესებზე აეღო პასუხისმგებლობა. რატომ არის ეს კარგი? პირველ რიგში, დასრულდება საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე, რაც ძალიან გვაზიანებდა დასავლეთის თვალში. მეორეყველას ეცოდინება თავისი ადგილი, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებასთანმიკერებულ-პორტირებულებს, რომლებიც სარგებლობდნენოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის სახელით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, უნდა დამთავრდეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი, – ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.