საზოგადოება
კახეთში, რისკის ზონაში, 150-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს

mewyeriკახეთში, კერძოდ, გურჯაანის სოფელ კარდენახში, საგარეჯოს სოფელ უჯარმაში და სიღნაღში, 150–ზე მეტი ოჯახი რისკის ზონაში ცხოვრობს. ამ ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხეს, ძირითადად, მეწყერი უქმნის. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა მეწყერსაშიში ადგილების შესწავლის შემდეგ დაასკვნეს, რომ რისკის ზონაში ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია. სპეციალისტებმა ბევრი დაზარალებული გააფრთხილეს კიდეც, დაუყოვნებლივ დატოვონ საცხოვრებელი სახლები და უსაფრთხო ადგილზე გადავიდნენ, თუმცა სხვა თავშესაფრის არქონის გამო, დაზარალებულები დღემდე რისკის ზონაში რჩებიან. ასოციაცია CENN-ის შეფასებით, პრობლემისა და საფრთხის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება არაადექვატურია.