აქტუალური
აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 24 აპრილს გენადი გაგულია 12-წევრიანი მთავრობის ხელმძღვანელად დანიშნა

     საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. გენადი გაგულიამ ამ პოსტზე ბესლან ბარციცი შეცვალა, რომელსაც ეს თანამდებობა 2016 წლის აგვისტოდან ეკავა.
მთავრობისთვის ახალი ხელმძღვანელის წარდგენისას ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ცვლილება „სამუშაო პროცესის“ ნაწილია. მთავრობა განაგრძობს მუშაობას და ის საკითხები, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას, უნდა მოგვარდეს“, - აღნიშნა მან.
გენადი გაგულია 2005 წლიდან რეგიონის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა. მას ორჯერ ეკავა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა - 1995-1997 და 2002-2003 წლებში.