პოლიტიკა
სომხეთში „ველვეტის რევოლუციით“ რუსეთმა მოიგო! - არნო ხიდირბეგიშვილი

     საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. „რა მოხდა სომხეთში და ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსეთმა სომხეთის სახით კავკასიაში უკანასკნელი და ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირე დაკარგა?“ - მკითხველთა მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას საქინფორმის მთავარი რედაქტორი უპასუხებს.
„ფერადი რევოლუციით“, რომელსაც მისმა ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა „ველვეტის“ უწოდა, სომხეთი მაიდნის რეჟიმში გადავიდა და შედეგად ყარაბაღს დაკარგავს, როგორც უკრაინამ დაკარგა ყირიმი „ევრომაიდნის“ შედეგად და საქართველომ - აფხაზეთი და სამაჩაბლო „ვარდების რევოლუციით“.
„ველვეტის რევოლუცია“ სომხეთში რუსეთის ინტერესებს პასუხობს - კრემლი დიდი ხანია, ევრაზიული კავშირის წევრთა შორის დადებული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (ОДКБ) შესაბამისად სომხეთის დაცვით დაიღალა და პრეზიდენტ ალიევთან უხერხულად გრძნობდა თავს. თუ სომხეთში სათავეში პაშინიანი და მისი გუნდი მოვიდნენ, რომლებიც სომხეთის ევრაზიულ კავშირში წევრობის წინააღმდეგი არიან, შესაბამისად, „ОДКБ“-ში ყოფნა არ სურთ, რუსეთი არ დაიცავს სომხეთს ყარაბაღში აზერბაიჯანის მორიგი შეტევის დროს და აზერბაიჯანი მიწებს დაიბრუნებს.
ხოლო ისტორიულად გეოპოლიტიკურ ჩიხში მყოფი სომხეთი რუსეთს მაინც ვერსად გაექცევა...