სამართალი
მოსკოვში ვოიაჟები მიუღებელია მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, მიაჩნია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს

     საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის თავმჯდომარის გიორგი ლომიას ვიზიტი შეაფასა.
მე შეიძლება არ მომწონდეს, რომ ქართველი პოლიტიკოსები მოსკოვში დადიან მაშინ, როდესაც ჩემი ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთმა წლების მანძილზე ჯარისკაცები და მოქალაქეები დაგვიხოცა. თუმცა ესეც პოლიტიკის ნაწილია. ეს პოლიტიკური ძალა თვლის, რომ აქვს ხედვა ჩრდილოეთისკენ. არგუმენტად რუსეთთან საუბარი მოაქვთ. ალბათ, ევროპამ და ამერიკამ არ იციან საუბარი და იცისპატრიოტთა ალიანსმა”. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც სურს, რომ არჩევნებში იმ ხალხის მხარდაჭერა მიიღოს, ვინც მათსავით ფიქრობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.