პოლიტიკა
ნათელაშვილი მაჟორიტარების წინააღმდეგ კამპანიის წამოწყებას გეგმავს

shalvaXდღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის შექმნაში მთავარი დამნაშავეები პარლამენტში რაიონების მაჟორიტარ დეპუტატთა კორპუსის წარმომადგენლები არიან, რომლებიც კოლექტიურად განასახიერებენ მიხეილ სააკაშვილისა და ხალხის გამყიდველ მაფიოზურ ხროვას.

ნათელაშვილის თქმით, პარტია დღეიდან მაჟორიტარიზმის გასაუქმებლად იწყებს ბრძოლას და საზოგადოებას მოუწოდებს, მოღალატე რაიონის დეპუტატები საკუთარი ოფისებიდან და რაიონებიდან გამოაძევონ.

ლეიბორისტების ლიდერის განცხადებით, პარტია ამ მიმართულებით აქტიური კამპანიის წამოწყებას გეგმავს, რის შესახებაც უფრო კონკრეტულ გეგმებს უახლოეს მომავალში წარმოადგენს.