საზოგადოება
რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას არ გამორიცხავს, მაგრამ ამისათვის უსაფრთხოებისა და ანტიტერორის საკითხების ერთობლივად დამუშავებაა საჭირო - მარია ზახაროვა

     საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. „საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ამისათვის უსაფრთხოებისა და ანტიტერორის საკითხების ერთობლივად დამუშავებაა საჭირო, საქართველოს ხელისუფლება კი ჯერჯერობით ამაზე არ მოდის.
2006 წლიდან არსებული სავიზო შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებისთვის ორ წელზე მეტია, გაუქმებულია. დღეს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ჩვენთან კერძო მოწვევით ჩამოვიდეს, რომელსაც რუსეთის ნებისმიერი მოქალაქე მიგრაციის სამსახურის მეშვეობით რუტინულად აფორმებს. უპრობლემოდ გაიცემა სასწავლო, საქმიანი, ჰუმანიტარული ვიზები“,
- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეარხ „Дождь“-თან ინტერვიუში.