სამართალი
ბაჩო ახალაიას სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

     საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეში ბრალდებული ნიკოლოზ ძიმცეიშვილიც და მას ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლო განხილვა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ სამი პირიდავით ლონდარიძე, გია გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის სექტემბერში დააკავეს. დაკავებიდან ერთ კვირაში თეთრაძე ციხეში გარდაიცვალა.