საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საერთაშორისო ფორუმში „ერთიანობით მიღწეული დიდი გამარჯვება“ ბრიანსკში საბჭოთა კავშირში შემავალი ყველა ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ფორუმში „ერთიანობით მიღწეული დიდი გამარჯვება: პარტიზანებისა და იატაკქვეშ მებრძოლების გმირობა დიდ სამამულო ომში“, რომელიც ბრიანსკში 25 აპრილს გაიმართება, განუცხადეს Sputnik–ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
ფორუმი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასა და ამ ომში პარტიზანული და იატაკქვეშა მოძრაობის დაწყების 75 წლისთავს ეძღვნება.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 250–ზე მეტი ადამიანი დსთ–ისა და ბალტიის ქვეყნებიდან, საქართველოდან – ომის ვეტერანები, ზურგში მებრძოლები, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები, ისტორიკოსები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცნობილი ჟურნალისტები და ექსპერტები, ახალგაზრდები.
მასშტაბური სახელმწიფოთაშორისი პროექტი 2010 წლიდან ხორციელდება.
ფორუმის მთავარი თემა იქნება პარტიზანებისა და იატაკქვეშ მებრძოლების გმირობა მეორე მსოფლიო ომში. მას მიეძღვნება ფორუმის პლენარული სხდომა.
ფორუმის ფარგლებში გაიხსნება საარქივო მასალების ისტორიულ–დოკუმენტური გამოფენა. მასზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური საარქივო დოკუმენტები, ფოტოები და სხვა მასალები.
ექსპოზიციას შეავსებს არტეფაქტები, რომლებსაც ბრიანსკის ოლქის მუზეუმები წარმოადგენენ. ეს ნიმუშები ასახავს ბრიანსკელი პარტიზანების საქმიანობას იატაკქვეშეთში მუშაობის პირობებში: ყოფითი ნივთები, პარტიზანული რაზმების მეთაურების პირადი ნივთები და სხვა.
ფორუმის პროგრამაშია სამუშაო სესიები – სამეცნიერო–კვლევითი, საძიებო, ახალგაზრდული – და საზოგადოებრივი ინიციატივების რეალიზებისა და საინფორმაციო მხარდაჭერისადმი მიძღვნილი სესიები. დისკუსიების საკვანძო თემებზე ფორუმის შემაჯამებელი განცხადება მომზადდება.
ეროვნული დელეგაციების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ ჯარისკაცებისა და პარტიზანების ხსოვნის ძეგლთან მარადიული ცეცხლის ადგილის გვირგვინებით შემკობის ცერემონიაში.
ფორუმი იქნება მასშტაბური სახელმწიფოთაშორისი მოძრაობის სტარტი გამარჯვების 75 წლისთავის მზადებისთვის, რომლის ფარგლებში 2018–2020 წლებში იგეგმება სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება.
ფორუმი გაიმართება ბრიანსკის ა. ტოლსტოის სახელობის დრამის სახელმწიფო თეატრის შენობაში.