საზოგადოება
საპროტესტო აქცია პანკისში

     საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ხელისუფლებას პანკისის ხეობიდანაც მიმართავენ. 26 დეკემბერს სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და საავადმყოფოში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი დაზარალებულის სტატუსს და დაკავების ოპერაციაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს. ოთხი თვის წინ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო პრეტენზიები აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრსაც“, რომელმაც დღეს სუს-ის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
გამოძიების ოფიციალური ვერსიით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილმა სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რასაც პროპორციული ძალის გამოყენება მოჰყვა. თუმცა ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა.