პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი 3-4 თვეში დასახელდება

     საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისში ან აგვისტოში დაასახელებს, „ჯერჯერობით კი კანდიდატის წარდგენა ნაადრევია“.
„
საპრეზიდენტო კანდიდატი, სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში, ივლის-აგვისტოში დასახელდება. კანდიდატის თაობაზე მხოლოდ ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები იყო გამართული. რა მსჯელობაც აქამდე გვქონდა, ამას კონსულტაციებს ვერ დავარქმევთ. განხილვები გაგრძელდება და ამის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატზე შევჯერდებით“, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისათვის: საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერშია დანიშნული.